Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„გააგონე კომპიუტერს ქართული ხმა“ პროექტის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, 12 საათზე,  გაიმართება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მოხალისეთა პროგრამის ერთ-ერთი პროექტის „გააგონე კომპიუტერს ქართული ხმა“ პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში პლატფორმაზე https://commonvoice.mozilla.org/en მოხალისეები წერენ ქართულ წინადადებებსა და ტექსტებს. პროექტის მიზანია, რომ აღნიშნულ პლატფორმაზე ქართულად ჩაიწეროს მინიმუმ 100-საათიანი აუდიოჩანაწერი. ამჟამად მხოლოდ 20 საათია ჩაწერილი.

პრეზენტაციაზე პროექტის ავტორი, რაზმიკ ბადალიანი, დამსწრე საზოგადოებას განუმარტავს, როგორ უნდა ჩაიწეროს და შემოწმდეს ტექსტები ინტერნეტპლატფორმა „common voice-ის“ გამოყენებით და რა მნიშვნელობა აქვს მსგავს პლატფორმებზე ქართულენოვანი ხმოვანი ჩანაწერების არსებობას.

 შეხვედრაზე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლები ისაუბრებენ ორგანიზაციის მოხალისეთა პროგრამისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის, გამზ., #1. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია 212.